თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მსურველებს სწავლას დაუფინანსებს

თბილისის მერია იწყებს ახალ პროექტს „ისწავლე და დასაქმდი“. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადამზადების მსურველებს სასწავლო კურსის საფასურს მერია დააფინანსებს.

18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეუძლება გაიაროს რეგისტრაცია, ასაკი შეუზღუდავია. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

“რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ნებისმიერ ადამინს მიიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები