კალაძე ბიზნესსექტორს და საზოგადოებას მოუწოდებს ქალაქის გამწვანებაში ჩაერთონ

661

თბილისის მერმა, კახა კალაძემ Fecebook -ის პირდაპირი ჩართვით,  ბიზნესმენებსა და საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ  ქალაქის გამწვანებაში მიიღონ მონაწილეობა.

კალაძემ ზურა შევარდნაძეს მადლობა გადაუხადა მარჯანიშვილის მოედნის მოსაწყობად მცენარეების ჩუქებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მას სხვებმაც მიბაძონ.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა – ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოგვეხმაურება, გამწვანებით სამუშაოებში ჩაერთვებიან და შევძლებთ, დედაქალაქის არსებული იერსახე შევცვალოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.