ქუმსიშვილი: ინვესტორებს საკუთრების უფლების დაცვის გარანტია უნდა მივცეთ

პირველი ვიცეპრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.

„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანტია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პანელზე გამოსვლისას, პირველმა ვიცეპრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში კერძო სექტორთან სწორ კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები