თბილისის მერია თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს

646

საქართველოს მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად, საჯარო უწყებებს ,მათ შორის თვითმმართველობებს შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალათ. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, მერიის ავტოპარკისთვის, ტენდერის საფუძველზე, თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა გვაქვს დაანონსებული და ამ რეფორმის ფარგლებში ვყიდულობთ დამატებით ავტომობილებს. უკვე დამთავრებულია ტენდერი და შეკვეთილი გვქონდა თეთრი ფერის ავტომობილები. ზოგადად შავი ფერის ავტომობილებზე უარის თქმა, რომელიც მთავრობამ მიიღო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.