პრემიერი: 80 სოფლისა და 1 ქალაქის გაზიფიცირება იწყება

629

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ინიციატივა გამოიტანეს, რომლის თანახმადაც 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფლისა და ერთ ქალაქის გაზიფიცირებას შეეხება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ეს არის მასშტაბური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი. ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება სამუშაოები”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდანის,ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე ქალაქ მარტვილის იმ უბნებში, სადაც გაზი გაყვანილი არ არის.