Forbes-მა თბილისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

29
Forbes.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით, 8 ისეთ ქალაქს და პროვინციას ასახელებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებად ჯერ არ ქცეულან, თუმცა ამის პერსპექტივა უახლოეს მომავალში ნამდვილად აქვთ. სტატიაში თბილისი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამოგზაურო მიმართულებად არის დასახელებული. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

“საქართველომ 25 წელია რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. თბილისში ახალი ბარები, რესტორნები და ხელოვნების მუზეუმები იხსნება. ქალაქში ვითარდება ინფრასტრუქტურა და სასტუმრო ბიზნესი. ქვეყანას ღვინის წარმოების უძველესი ტრადიცია და გამორჩეული სამზარეულო აქვს”, – ციტირებს  Forbes კომპანია Wild Frontiers-ის ექსპერტის ჯონი ბელბის სიტყვებს.

თბილისთან ერთად, სტატიაში დასახელებულია ისლანდიის ქალაქი ჰუსაფელი, იტალიის ისტორიული ქალაქი ლეჩე, ურუგვაის მალდონადოს პროვინცია, ანდალუსია, სამხრეთ კამბოჯა, ისტრიის ნახევარკუნძული და კუელაპი (პერუ).