თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური 80 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს

900

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური 80 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძე მიმართავს მოქალაქეებს, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

მისი თქმით, იგეგმება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სრული რეფორმირება იმისათვის, რომ ამ უწყების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის ფორმები და ზედამხედველობის მექანიზმები.

კალაძემ, ასევე, თქვა, რომ ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალ მანქანებს შეიძენენ იმისათვის, რომ თანამშრომლებმა კომფორტულად შეძლონ საქმიანობა.