გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა კეთდება

665

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ნოემბრიდან ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ  გადაადგილებას.  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით ახორციელებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.