“ახალი საქართველოს” პოლიტკური მდივანის თქმით , სასამართლომ დაუსაბუთბელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო

841

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთობა – ახალი საქართველოს” სარჩელი ისნის 49-ე ოლქში ხმების გადათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პარტიაში აცხადებენ, რომ მოსამართლე ნანა აფციაურმა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანა.

“ახალი საქართველოს” პოლიტკური მდივანის თქმით, საარჩევნო ოქმში მონაცემების შეცვლის არანაირი სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“სასმართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული  გადაწყვეტილება, რადგან მოპასუხე მხარის მოწმეც აღიარებდა, რომ ოქმში მონაცემების შეცვლის არანაირი სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. მტკიცებულებად მათ ჰქონდათ მოწმის ჩვენება თითქოს მას შავი ფურცლიდან გადატანისას შეეშლა ციფრები, რაც მოწმემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.

შესაბამისად სასამართლოს სხვა იურიდიული საშუალება ნამდვილად არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მოეთხოვა შედეგების ხელახალი გადათვლა, რადგან დადგენილიყო უბანზე არსებული დისბალასნის რეალური მიზეზები. ჩვენ ვთვლით, რომ ოლქის განკარგულება იყო უკანონო და არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგივე გადაწყვეტილება მიიღო ფაქტიურად სასამართლომ, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წყარო: აიპრესი