ნიკა მელია: დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს

725

ვერავინ ვერასდროს დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიამ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ”მოულოდნელი არაფერი მომხდარა”. “ალბათ არაფერი მოულოდნელი არ იხილა საზოგადოებამ დღეს. დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს. არა იმიტომ, რომ მე ვარ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პირველ რიგში მე ვარ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ვარ თბილისელი, ძალიან კარგად ვიცნობ თბილისელების განწყობას და ვერავინ ვერასდროს ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს. დღეს ადგილი ჰქონდა შანტაჟს, მუქარას, დაშინებას, მოსყიდვას, რასაც თვალყურს ვადევნებდით მთელი დღის განმავლობაში. მსგავსი რამ წინა არჩევნებზე არასოდეს ყოფილა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი