გრიგოლ ლილუაშვილი: თუკი მე ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დავიწყებდი და პოლიციელების თავზე გავივლიდი, შენობაში არ უნდა შევეშვი

732

თუკი მე ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დავიწყებდი და პოლიციელების თავზე გავივლიდი, შენობაში არ უნდა შევეშვი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა, თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.

“თუ მე, გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის წევრი ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას აგრესიული ადამიანებით მივადგები, აგრესიულ ხალხთან ერთად საფრთხე ვიქნები იმისა, რომ შენობაში სიტუაცია აირევა და საკრებულო თავის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა, ამ შემთხვევაში, უფლება აქვთ, შენობაში არ შემიშვან. თუკი მე მოწესრიგებულად მივიდოდი, ისე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს შეეფერება, წინაღობა არ იქნებოდა”- განუცხადა ჟურნალისტებს ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი