საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ცენტრში მიწები გადასცა

942

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისში მიწები გადაეცა. საკრებულომ გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. ფართობის გადაცემაზე უკვე მიიღო. 31 მომხრე იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

დეპუტატებმა ყოფილი პრემიერისთვის თაბორის მთაზე 5000 კვ.მ. ფართობის გადაცემის გადაწყვეტილებაც მიიღო.

საკრებლოს შენობის გარეთ ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პარლამენტის წევრები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს.

წყარო: რუსთავი 2