დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ბაღებში აღმზრდელების რაოდენობა საკმარისია, კვება მოგვარებულია და პრობლემა არის ის, რომ ბაღების რაოდენობა მცირეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაღებში არსებულ პრობლემებზე კომენტირებისას განაცხადა.

ნარმანიას განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბაღი იქნება ქალაქში, ვიდრე ახლაა.

რაც შეეხება კითხვას, რა არის დაგეგმილი იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც საბავშვო ბაღების ზოგიერთ ჯგუფში 60-მდე აღსაზრდელის ყოფნას უკავშირდება, ბავშვების დასაძინებლად კი საკმარისი საწოლები არ არის, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ “ამ კითხვებზე კონკრეტულად ბაღების მართვის სააგენტო გასცემს პასუხს”.

“იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს, რათა საბავშვო ბაღებში გადავსებული კონტიგენტი გადანაწილდეს ახალ ბაღებში. ჩემი მერობის პერიოდში 12 ახალი ბაღი გვაქვს უკვე აშენებული და გახსნილი. ძველი ბაღების ტერიტორიაზე მოხდა ასევე გარემონტება, დამატებით 500 ბავშვი გვყავს მიღებული. 13 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რათა მეტი ბავშვი მივიღოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები