აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის 5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

491

აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის 2019 წელს 5 253 400 ლარი დაიხარჯება. ამ თანხის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის უფლება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უკვე ითხოვა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, 2019 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 27 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას აპირებს. ასევე, დაგეგმილია კონფერენციები, სემინარები და პრესკონფერენციები. ამასთან, დაგეგმილია მასშტაბური მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობა, რომელიც მოიცავს როგორც შიდა ასევე საერთშორისო ბაზრებს.

აღსანიშნავია, რომ სარეკლამო აქტოვობამ ყველა მიმართულება უნდა მოიცვას (ტელე-რადიო/ბეჭდური/ინტერნეტი/ გარე რეკლამა), მომზადდება საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეო-რგოლებიც.