ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებს ტრანსპორტს დედაქალაქში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “პირისპირ“ განაცხადა.
“ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ არსებულ პარკს სრულად ჩავანაცვლებთ ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით“, – აცხადებს მერი.
კალაძის თქმით ქალაქს 7 ახალი მეტროსადგური დაემატება და აღნიშნული პროექტისთვის 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, მისი თქმით, არსებობს იდეა, რომ დედაქალაქი რუსთავს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდეს.
გადაცემის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.