ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“ „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა

774

24 დეკემბერს, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ და თვითმმართველობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს ღონისძიება „თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები – თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები“.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ცვლილების პროექტის შესახებ, რომელიც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი დარბაზების შექმნას ითვალისწინებს. ასევე, გაიმართა პროექტის „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის“ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი მიზანად ისახავს მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით თვითმმართველობაში მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმების გადახედვას და „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებას, რომელიც დეკემბერის ბოლოს განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.

ადგილობრივ ორგანოებსა და მოსახლეობას შორის კავშირის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ   ქვეყნის ყველა რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში 200-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ჩაატარა.

პროექტის განმახორციელებლები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA),  სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელში“(R-CSN) შემავალი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოება“, „რეგიონის განვითარების ცენტრი“, საერთაშორისო  ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“,  „კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი“,   „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“,სათემო განვითარების ცენტრი“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“.  პროექტის ნაწილი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა თუმცა, გარკვეული აქტივობები პარტნიორმა ორგანიზაციებმა საკუთარი რესურსებით განახორციელეს.