ხევსურთა საქმე – რუზველტისთვის გაგზავნილი წერილი და ჩეკას მიერ დაპატიმრებული ხევსურები (Video)

3012

მცირემეტრაჟიანი ფილმი მოგითხრობთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლ ხევსურებზე, რომლებმაც ამერიკის პრეზიდენტს დახმარების თხოვნით წერილი მისწერეს. სწორედ ამ წერილის წყალობით, ჩეკამ მათი დაპატიმრება შეძლო – ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი დახვრიტა.

“ამირიკის დიდს მთავრობას
ხევსურეთის წარმომადგენლობის
თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრილეის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI – 36წ.

ფილმი მომზადებულია რეგიონული ტელეკომპანია TOK TV-ის მიერ პროექტის – “100 წლის 100 ისტორია” ფარგლებში. ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ფილმები მოგითხრობთ 1918 წლიდან 2018 წლამდე მომხდარ ნაცნობ და უცნობ, სასტიკ და სევდიან ისტორიებს. მცირემეტრაჟიან ფილმებში გამოყენებულია საარქივო მასალები, მათ შორის, უშიშროების სამსახურის ის დახურული საქმეები, რომლთაც 2004 წელს მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”. ფილმების ნახვა შეგიძლიათ როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე.