topnews – ქუთისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

482

ქუთისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა პრესკონფერენცია გამართეს. თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელზე სპეციალურ განცხადება 65-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომდგენლები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეიქმნას, აღნიშნული მოთხოვნა ენჯეო სექტორის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
“მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის და დამატებით განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა მოსთხოვოს,”- აცხადებს “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი.
აღნიშნულ მიმართავს 65 არასამთავრობო და მედია ორგანზიაცია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე პარლამენტს წარუდგენს.