სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის შედეგად 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოვლენილი კონკურსანტები პროფესიულ საჯარო მოხელეებად დაინიშნენ. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობები იწყება მის მიერ მოხელის ფიცის დადების მომენტიდან.
“მუნიციპალტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, მოხელის ფიცის დადების შემდეგ, ახალ თანამშრომლებს სამსახურის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა”,-წერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.