საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტსა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიას დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაეცნენ. რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ კანონმდებლებმა დაგეგმილი რეფორმა შეაფასეს, როგორც ძლიერი სისტემა, თუმცა, დასძინეს, რომ მისი დახვეწა აუცილებელია.