ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საქართველოსთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

584

ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საქართველოსთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კონგრესის 24-ე სესიაზესაქართველოს საკითხის განხილვისას გაიმართა დებატები, რის შემდეგაც რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენება გააკეთა. მისი თქმით, რეფორმის შედეგად თვითმმართველობებს რეალური ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიენიჭებათ, ჩამოყალიბდება სისტემა, სადაც დაკმაყოფილდება თითოეული მცირე ჯგუფის ინტერსებიც.

კონგრესის მიერშემუშავებულ რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებულიცვლილებები არ უნდა აისახოს ადგილობრივ თვითმმართველობებზე, კონგრესის რეკომენდაციით, უზრუნველოყოფილი უნდა იქნას თვითმმართველობის ქარტიის მოთხოვნები და განგრძობადობის პრინციპი.

როგორც სესიაზე გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ გარკვეული პრობლემები თვითმმართველობებში მართლაც არსებობდა, თუმცა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ეს პრობლემები აღმოიფხვრა.

ამ რეკომენდაციის გარდა, კონგრესმა ასევე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა საქართველოს. მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. კონგრესის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანი პროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ჩაიწერა, რომ, სუბსიდიარობის პრინციპი ჯერ კიდევ არ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში; არის დარგობრივი კანონები, რომლებიც შესაბამისობაშია მოსაყვანი ორგანულ კანონთან თვითმმართველობების შესახებ; თვითმმართველობის საკუთარი რესურსები შეზღუდულია და მათი ფინანსური დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი; გამოთანაბრების ფორმულა ვერ უზრუნველყოფს ღარიბი მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვას და მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ტრანსფერების მოცულობა არ არის საკმარისი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

“ეს შენიშვნები საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ ხელისუფლების სათავეში ცხრა წლის განმავლობაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეგნებულად არ დაუშვა რეგიონების გაძლიერება და არ მისცა მათ ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ყოფილმა მმართველმა პარტიამ ამით მოახერხა, ბოლომდე კონტროლისა და პოლიტიკური გავლენის ქვეშ ჰყოლოდა მუნიციპალიტეტები. ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ კონგრესს, რომ ვაპირებთ რეალური თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებას ქვეყანაში”, – აცხადებს შერგელაშვილი, რომელმაც ეს განცხადება თბილისის მერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა კონგრესის დასრულების შემდეგ, Facebook-ის კედელზე დაწერა, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა დაგმო ის ინციდენტები, რასაც ადგილი ჰქონდა თვითმმართველობებზე.

წყარო: ჯიბისი