ჟორჟოლიანი: თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს შეცვლის

389

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმას იწყებს. უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე განცხადება გააკეთა.

ჟორჟოლიანის თქმით, რეფორმის შედეგად სოფლები, რომლებსაც ამ ეტაპზე სტატუსი არ გააჩნიათ, იურიდიული პირის სტატუსს მიიღებენ. გარდა ამისა, მათ ექნებათ საკუთარი ქონება. კერძოდ, სოფლებს უვადო სარგებლობაში გადაეცემა მათ საზღვრებში არსებული ტყე, საძოვარი და სათიბი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა თვითონ ჩაატარებს კრებებს, აირჩევს სოფლის თვმჯდომარეს და თვითონ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რაც შეეხება რეგიონებს, ჟორჟოლიანის თქმით, შეიქმნება სამხარეო საბჭოები, რომლებიც რეგიონის განვითარების პროგრამებზე იმუშავებენ. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში იგეგმება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა და ოპტიმიზება მუნიციპალიტეტების დონეზე.

„ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ რეფორმას, რომელიც შეცვლის საქართველოს. ის ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა გახდება. ეს რეფორმა იქნება მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ ვგეგმავთ დიდ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან,“ – ამბობს ჟორჟოლიანი.

იხილეთ რესურსი