დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

579

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ , რომელსაც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ჯერსი სტეპიენი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რეფორმის მომზადების პროცესში, მისი წარმატებით ჩატარებისთვის, თვითმმართველობის საკითხებში გამოცდილი ექსპერტი ქართველ კოლეგებს 6 თვის განმავლობაში დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს. შეხვედრაზე ასევე, გადაწყდა, რომ ერთ თვეში პოლონეთში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ქართველ ექსპერტთა 30-კაციანი ჯგუფი გაემგზავრება.

იხილეთ სრულად