რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ , რომელსაც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ჯერსი სტეპიენი ხელმძღვანელობს. როგორც უწყებაში განაცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რეფორმის მომზადების პროცესში, მისი წარმატებით ჩატარებისთვის, თვითმმართველობის საკითხებში გამოცდილი ექსპერტი ქართველ კოლეგებს 6 თვის განმავლობაში დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს. შეხვედრაზე ასევე, გადაწყდა, რომ ერთ თვეში პოლონეთში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ქართველ ექსპერტთა 30-კაციანი ჯგუფი გაემგზავრება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!



























