სამშაბათს, 23 დეკემბერს, ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედნის 4) პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში IDFI, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით მართავს თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას.
ღონისძიებას დაეწსრებიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის გამგებლები და სხვა თანამდებობის პირები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების ვებ-პორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის ვებ-პორტალის სრულიად ახალი კონცეფცია.
პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ მთავარი ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.