შეხვედრები ჭოპორტისა და დუშეთის მოსახლეობასთან

414

პროექტის “თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDa) ფასილიტაციით შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) ახორციელებს, 17-18 ნოემბერს ,,დუშეთის განვითარების ფონდმა“ ჭოპორტისა და დუშეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა,სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
პროექტს “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა”, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.