,,სიდა“ ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

457

კამპანია ,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ,,სიდა“ ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. 14-17-18-19-21 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.

აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ,,სიდას” ფასილიტაციით შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ.