“სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა” და თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფმა სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

458

შეხვედრას 14 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. შეხვედრაზე დაიგეგმ “მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ” თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულების საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებელი საორგანზიაციო სამუშაოები. შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც რეგიონული ქსელის წევრები 100-მდე სოფელსა და მუნიციპალიტეტში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წევრებთან.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტ “ადგილობრივი თვითმმართველობის რეგიონული ინიციატივის” (LGRI) ფარგლებში, რომელსაც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს.