საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელ მზიანის მცხოვრებლებიც. აღნიშნული საბჭოს წევრებმა „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს ოპტიმიზაციის სხვადასხვა მოდელი და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები.
სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ ოზურგეთის სოფლების დაყოფის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალურ ცნეტრად არჩეული უნდა იყოს ბახვი და მასთან ერთად შემდეგი სოფლები – ასკანა, მზიანი, მთისპირი, დაბალი ეწერი, ვაკიჯვარი, ფამფალეთი და ქვედა ბახვი.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა ეჭვი გამოთქვეს, თუ რამდენად არის მზად მთავრობა გაყოფილ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი ბიუჯეტი გამოუყოს. მათ ასევე აინტერესებთ, რამდენად მოესწრება მუნიციპალური ორგანოების ფუნქციონეირების დაწყებისთვის საჭირო თუნდაც მინიმალური ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ადგილობრივები სოფლებში კადრების დეფიციტზეც საუბრობენ. მათი თქმით შესაძლოა საჯარო მოხელეების პრობლემა შეიქმნას, რადგან ადგილზე ვერ მოიძებნოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრები.
ადგილობრივებს ასევე შეკითხვები უჩნდებათ ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობა ამ კუთხით მზადყოფნას არ გამთქვამს, მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეთი ორად უნდა გაიყოს, ან შენარჩუნდეს არსებული სისტემა ქ.ოზურგეთის გარეშე. თუმცა სოფლის მცხოვრებლები იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ მათსავე სოფლებში მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
შეხვედრის ორგანიზატორებმა ადგილობრივების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობის პოლიტიკაზე, კადრების გადამზადებისა და სერტიფიცირების შესახებ, ისევე, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებასა და გამოთანაბრებით ტრანსფერთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსახლეობამ ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მთავრობის მზადყოფნაზე – ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებს აუშენოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საბოლოოდ მოსახლეობამ დადებითად შეფასა, დამოუკიდებელი და გაზრდილი ბიუჯეტის, არჩეული გამგებელისა და წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის პერსპექტივა და ცენტრალურ თუ სამხარეო ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა.
„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ინფორასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი პოზიციების გამყარება სოფლებს შორის მუნიციპალური საბიუჯეტო თანხების განაწილებაზე საუკეთესო საშუალებაა სოფლის განვითარებისთვის მინიმალური პირობების შესაქმნელად.