28 მაისს სტეფანწმინდაში მთის და განსაკუთრებული დასახლებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარადა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებისათვის მთავრობის განკარგულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის გაცნობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მრჩეველთა საბჭოსათვის გაზიარება. შეხევდრაზე იმსჯელეს დაგეგმილი რეფორმისა და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების ჩართულობის ხარისხზე და როლზე რეფორმის პროცესში.ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის აქტიური ჩართულობა პროცესში და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!



























