25 მაისს მთის და განსაკუთრებული დასახლებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარადა

413

25 მაისს   მთის და განსაკუთრებული დასახლებების  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარადა.   ბარისახოში, სადაც ადგილობრივ მოასხლეობას მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ . შეხვედრაზე მოსიმინეს   ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების,  იმსჯელეს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებზე, მათ შორის ,მთის და განსაკუთრებული დასახლებების ჯგუფის კანონპროექტის ვარიანტის შესახებაც.

აღინიშნა, რომ  მთა უნდა განისაზღვრებოდეს არა მხოლოდ მისი სიმაღლიდან გამომდინარე, არამედ – პრობლემატურობიდან.  დღევანდელ დღეს, მთავარია მთაში არსებული მოსახლეობის გადინების შეჩერება, ხოლო მთაში მოსახლეობის დაბრუნება სამომავლო პერსპექტივაა.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა რეკომენდაციები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის აქტიური ჩართვა რეფორმის პროცესში მისი სამომავლო წარმატების გარანტია.