“გველები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შემოდიან” – სოფელ სამების სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული

353

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, გველების მომრავლების გამო, საჯარო სკოლა მეორე კვირაა დისტაციურ საწვლებაზეა გადასული. მასწავლებლების თქმით, ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შედიან. მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სწავლა დისტანციურად ტარდება. ინფორმაციას სსამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს”, – ამბობს ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შემწამვლის შემდეგ განახლდება.

“მეორე კვირაა დისტანიურად ვართ და სავარაუდოდ ერთი კვირა კიდევ ვიქნებით, ტერიტორია უნდა შეიწამლოს. გველები სოფელშიც ბევრია. მადათაფას ტბაა ჩვენთან ახლოს და სავარაუდოდ მიზეზი ესაა”, – ამბობს მასწავლებელი.

სამების საჯარო სკოლაში 13 მოსწავლე ირიცხება.

ფოტოს ავტორი: NOR.GE