შუახევში სოფელ ხიჭაურში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 15-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
მშენებლობაზე 220 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო დაწესებულების გახსნას ზურაბ პატარაძე დაესწრო. მასალა ჭარისმთავრობის პრესცენტრმა მოგავწოდა.
წყარო: tv25