პარტია „საქართველოსთვის“: ვენის წამყვანი ჰოსპიტლის დასკვნით, გიორგი გახარიას რაიმე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა

311

ყოფილი პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. მათი ცნობით,  ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში 2021 წლის 14 სექტემბერს.

პარტიის მიერ გავრცელებულ ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით.

დოკუმენტის გაცემის თარიღია – 2021 წლის 16 სექტემბერი.

ყოფილი პრემიერი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა.

დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიამ, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით.