ჩვენ გვჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის გასარკვევად, ვინ ვინ არის და ვინ ვისი დაკვეთით მოქმედებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ „ყველაფრის მოწყობას“, ამიტომ უნდა გაირკვეს, ვინ არის პასუხისმგებელი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. „აქცია დაარბიეს ჯგუფებმა, რომლებიც აქამდე შემჩნეულნი იყვნენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ ან რაღაცნაირი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს გამოდის პრემიერი და...
2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კომისიის საქმიანობის გახანგრძლივების საჭიროება მოპოვებული მასალის სიმრავლიდან გამომდინარე დადგა. „აღნიშნულის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც გადავხედეთ მოპოვებულ მასალას, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციით და კორესპონდენციით მოვიპოვეთ. ასევე, გადათვლების და გასაუბრებების შედეგები. იცით, რომ 40-მდე პირთან გვქონდა გასაუბრება და მათგან ახსნა-განმარტებები მივიღეთ....
საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. დღეიდან ვიცე-პრემიერების პოსტს კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 6 თვეში 235 მლნ ლარის კრედიტია გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 140%-ით აღემატება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აგროდაზღვევაზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი, ხოლო დაზღვეული ფართობები გასული წლის 6 თვესთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია. „სწორედ ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო მოგვიწია...
„ქეთოსთან“ ლანჩხუთში მდებარე სოციალური კაფეა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში გაიხსნა და უკვე ათამდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ორ შშმ პირსაც. კაფე სოციალური ხასიათისაა და შშმ პირებისთვის სრულიად ადაპტირებულია. კაფე ძირთიადად ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს და სტუმარს სხვადასხვა კოქტეილებსა და სასმელებსაც სთავაზობს. ამასთან კაფეში პოეზიის საღამოები, ტრენინგები, ფილმის ჩვენებები, ელექტრონული მუსიკის საღამოებიც იმართება. სოციალური კაფეს ხელმძღვანელი, ქეთი წილოსანი გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ...
9 ივლისს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. გარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა, ქედაში სტრატეგიული პროექტები განხორციელდება საქართველოს და აჭარის მთავრობის დაფინანსებით. მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქედის მუნიციპალიტეტის სწორი, სისტემური განვითარება. ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც გულისხმობს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას თითოეული ქედელისთვის. გავზარდეთ...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ. პროგრამის მთავარ მიზანს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 64 პირს გადაეცა, მათ შორის 55-ს შიდა ქართლის...
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი პროფილური (საბუნებისმეტყველო, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით) საჯარო სკოლა აშენდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკოლის ძირითადი შენობისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, ლაბორატორიებით და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ღია მოედნის მოწყობა, სამაყურებლო ტრიბუნებით, ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 71 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა; წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა; შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა. აღნიშნული...
კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით, 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ვერ მოემსახურება. „საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წილკნის დევნილთა დასახლებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნული სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა. „დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის...
ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და ითხოვენ მყისიერ და ეფექტიან რეაგირებას რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე. გთავაზობთ წერილს სრულად: "საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი,...
საქართველოში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერმინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.  NGO-ები მწუხარებას და გულისტკივილს გამოხატავენ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებენ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. "5 ივლისს...
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. „ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს. ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად....
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო...
12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებშია შესაძლებელია. „2021 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ