წინა სტატია შემდეგი სტატია “მოქალაქე კი არის ის, ვინც მონაწილეობს როგორც სახელმწიფოს მართვაში, ისე ქვეშევრდომობაში,“ – წერს არისტოტელე თავის წიგნში “პოლიტიკა” მოქალაქის ცნების განსაზღვრისას. სახელმწიფოს მმართველობაში და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, ფილოსოფოსები ჯერ კიდევ ძვ.წ IV საუკუნეში მსჯელობდნენ. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, ეპოქები შეიცვალა, თუმცა მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი კვლავაც ახალ ფორმებს ეძებს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ მოქალაქეთა ჩართულობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა საკრებულოს სხდომები საჯარო და სავალდებულოა. ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაესწროს სხდომებს და საკრებულოს საკუთარი პრობლემები და ინიციატივები გააცნოს. დეპუტატებს ვალდებულება აქვთ თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბონ...
video
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში "საქართველოს სასოფლო დარბაზის" აღმასრულებელ დირექტორთან, ამირან გიგინეიშვილთან ერთად ვმსჯელობთ გურიის სამ მუნიციპალიტეტში - ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
წინა სტატია შემდეგი სტატია 2025 წლის 21 თებერვალს გურიაში მოსულმა ინტენსიურმა თოვამ სტიქიის სახე სულ რამდენიმე საათში მიიღო და ასეულობით ოჯახი დააზარალა. დაინგრა სახლები, მწყობრიდან გამოვიდა ყველა სახის ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო სისტემა. მიუხედავად ინტენსიური მუშაობისა, ყველა მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ღონისძიებებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ იყო სტიქია, შესაბამისად, თოვლმა რამდენიმე დღეში ძალიან დიდი ზარალის გამოწვევა შეძლო. მოქალაქეების სტიქიის ზონიდან ბავშვების და ხანდაზმულების გაყვანას...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ამ 2 სოფელში მიწა რამდენიმე ადგილას რამდენიმე სანტიმეტრით გაიხსნა, შესაბამისი ვიდეომასალა ადგილობრივებმა 28 ივნისს სოციალურ მედიაში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. https://youtu.be/QckznmJwlfE?si=DhLrtYSRDE06C2r8 მალევე ხარაგაულის მუნიციპალირეტის მერიამ მედიასაშულებებთან გააგზავნა პრესრელიზი, რომლითაც გვაცნობა, სოფლებიდან მოსახლეობის...
წინა სტატია შემდეგი სტატია “მზეთამზისანი” – ახმეტაში გამოყვანილი ქართული აბრეშუმის ჯიში დაპატენტდება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივებთან თანამშრომლობის პრაქტიკა მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის საქართველოში ერთ დროს მყარად ფეხზე მდომი და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგი, მეაბრეშუმეობა, გამოღვიძებას ახლაღა იწყებს. სფეროს ადვოკატირებას კი ახლადშექმნილი მეაბრეშუმეთა ასოციაცია ცდილობს. მათ გეგმებსა და დარგის პერსპექტივაზე სასაუბროდ “აგრო სიახლეები” მეაბრეშუმე ქალბატონებს პირდაპირ რთველში ესტუმრა. ახმეტაში, ზემო ალვანში, გვიმასპინძლა დარიკო ქელეხაძის ოჯახმა. აბრეშუმის...
წინა სტატია შემდეგი სტატია 2019 წელს 324 მოქალაქემ ოზურგეთის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ისინი ქალაქში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებისა, აღნიშნული პეტიციის განხილვა საკრებულოზე არ მომხდარა. დოკუმენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა და მისი განხილვა ან მასზე რაიმე სახის რეაგირება არც აღმასრულებელ ორგანოს მოუხდენია. https://www.youtube.com/watch?v=QDftXxGiGIQ რეპორტაჟი ცხადყოფს, რომ მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა გარკვეულწილად პრობლემატური საკითხი იყო,...
video
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში ორბელიანის ფონდის წარმომადგენელთან, გვანცა კაკაურიძესთან ერთად ვსაუბრობთ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივებზე, იმაზე, თუ რამდენად მზად არიანი ისინი, ერთობლივი შრომით შეცვალონ საკუთარი საცხოვრებელი გარემო. პროექტებზე, რომლებსაც ორბელიანის ფონდი მუნიციპალიტეტებში ახორციელებს და იმ გამოწვევებზე, რასაც ამ პროცესში ორგანიზაცია აწყდება.
video
ცვლილებებისთვის ძალა რომ არ უნდა დაიშურო, ეს ისტორია სწორედ ამაზეა - სამოქალაქო ორგანიზაცია - "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი" ახმეტის მუნიციპალიტეტში არაერთი ცვლილების ინსპირატორი და ინიციატორია. ანა იმედაშვილი, რომელიც ამ ორგანიზაციაში 2009 წლიდან მუშაობს, გვიყვება იმ არაჩვეულებრივ პროექტებზე, რომელთა გახორციელებაც ამ 16 წლის განმავლობაში შეძლეს. ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, აფხაზეთიდან და ცხინვალის ოლქიდან დევნილები, ეკომიგრანტები, შშმ პირები, მარტოხელა ქალები, სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდები...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთიასის მერიამ  ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირების ვალდებულება შესრულებულად 5 წლის წინ ჩათვალა, თუმცა მერიის შენობა ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული დღემდე არ არის. მერიის შენობასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ნაკლებად გათვალსიწინებით მიმდინარეობსს ქალაქში ინფრასტურქუტურული სამუშაოებიც, იმის მიუხედავად, რომ 2024 წლიდან  ქუთაისს შშმ პირების უფლებების დაცვის სპეციალური სამოქმედო გეგმაც კი აქვს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოც მოქმედებს. ამ საბჭოს შესახებ ქუთაისელ ირმა ბარაბაძეს არაფერი სმენია.  ირმა ადგილობრივ შშმ პირებს...
წინა სტატია შემდეგი სტატია მერის მრჩეველთა საბჭო არის ერთ-ერთი იმ მექანიზმთაგან, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას ისახავს მიზნად.  საბჭო ორმაგი დატვირთვის მატარებელია, ერთის მხრივ იგი არის მერის საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც რეკომენდაციები უნდა მიიღოს საბჭოს წევრებისგან, მათ შორის მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის, შედგენის პროცესში. მეორეს მხრივ კი – ეს შესაძლებლობაა მოქალაქეები მეტად ჩაერთონ მუნიციპალურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  “თვითმმართველობის კოდექსის” მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტის მერს აქვს ვალდებულება ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო. 2025 წლის 2 აპრილამდე საბჭოს შემადგენლობაში, მეწარმე იურიდიულ პირებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად შედიოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არაერთ სხვა კანონში ცვლილებებთან ერთად სიახლე “თვითმმართველობის კოდექსიც”...
video
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში გიყვებით, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს და რატომ არ არის მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტი, რომელსაც თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. შეზღუდული ავტონომიურობა და ფინანსური პრობლემები, სრული უუფლებობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით - ეს ის საკითხებია, რომლებზეც თვითმმართველობის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი და საქართველოს განვითარების პლატფორმის თავმჯდომარე, თენგიზ შერგელაშვილი საუბრობენ. ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU)...
წინა სტატია შემდეგი სტატია რა ხდება? ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, 500-მეტრიან მონაკვეთზე, მე-19 საუკუნის 10-მდე ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქვისა და ხის აივანიანი, შუშაბანდიანი შენობებია. ბევრი მათგანი უკვე ავარიულია — ზოგი სრულად მიტოვებული, აივნის მოაჯირები კი სახიფათოა. ყველა ეს ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მოსახლების „საკუთარ ხელით“ მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია. https://www.youtube.com/watch?v=dndX9eV55Zs როდის რა ხდებოდა 1990-იანი წლები — შეიქმნა სახლების კულტურული...
video
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში ნათია კუპრაშვილთან, JRC-ის თავმჯდომარესთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონული მედია, რატომ ქრება ადგილობრივი ხმა საინფორმაციო სივრციდან და რა როლი უნდა შეასრულოს მედიამ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში. ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის...
შემდეგი სტატია ონის მუნიციპალიტეტმა 2025 წლის ტურისტული სეზონი ივნისის ბოლოს ოფიციალურად და საზეიმოდ გახსნა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების კლების ტენდენციას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უჩივის, განსაკუთრებით კურორტ შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ. https://www.youtube.com/watch?v=lHLuWKm50Ak ტურისტულ სეზონთან ერთად მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სივრცის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო დაფინანსებული პროექტს – CESL-ს უკავშირდება, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად...
video
წინა ეპიზოდი შემდეგი ეპიზოდი კლიმატური ცვლილებების ფონზე, როცა რისკები მატულობს, საქართველოში ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ უნდა დავგეგმოთ სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ან როგორ დავიცვათ ადამიანები, ქალაქები და სოფლები კატასტროფისგან. ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში გიორგი გოცირიძესთან, „გეოგრაფიკის“ თანადამფუძნებელთან ერთად ვსაუბრობთ, თუ რატომ გვჭირდება სივრცითი დაგეგმარება და რატომ არის აუცილებელი ასეთი დოკუმენტების არსებობა ქვეყნის, რეგიონების და მუნიციპალიტეტების გეგმაზომიერი და უსაფრთხო განვითარებისთვის. ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU)...
კოალიციამ "ლელო საქართველოსთვის" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. სია ასე გამოიყურება: ლანა გალდავა - მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატი ზაზა თავაძე - ზემო ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ სურგულაძე - ცენტრალური ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე კობალაძე - კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ მანდარია - ვეძისი-ყაზბეგი-ვაჟა ფშაველას მაჟორიტარობის კანდიდატი როინ ქოჩორაშვილი - დიდი დიღმის, ვაშლიჯვრის, სოფელ დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბოყოველი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ