ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიაზე მცხოვრებლები სამარშრუტო ხაზის დანიშვნას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით ტრანსპორტი მხოლოდ ცენტრალურ პარკამდე მოძრაობს. ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ხაზების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი შპს-ს დირექტორი ამბობს, რომ მიკროავტობუსებს ქალაქის ტერიტორიაზე რეისების შესრულების უფლება არ აქვთ.
ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მოსახლეობამ ოფიციალურად უნდა მიმართოს. უწყება პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში, დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნით გეგმავს. ამ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების ბოლო მცდელობა მიმდინაროებს.
უსუფაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე არანაირი ოფიციალური კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.
„ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მცდელობით, ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემაზე იყო საუბარი, აქ არანაირ კონკრეტულ შემოთავაზებასთან არ...
წინა სტატია
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება აკრძალა. როგორც „ლაივპრესს“ გალის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ე.წ. მესაზღვრეებმა ენგურის გამშვები პუნქტი დღეს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაკეტეს.
„ჯერ-ჯერობით ორმხრივად არის ჩაკეტილი. არც აქეთ უშვებენ და არც იქით, გალში. ზუსტად არავინ იცის როდემდე იქნება ასე“, – უთხრა „ლაივპრესს“ სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრებმა ციალა არონიამ.
დღეს დილით ენგურის ხიდზე გადაადგილებას გალელები...
ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯებზე, რაც ქართული ოცნების აქტივისტებისა და მხარდაჭერების დასაქმებას უკავშირდება, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
"ოცნების ხელისუფლება ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ საგრძნობლად გაზარდა მათ დაქვემდებარებულ სამსახურებში, ა(ა)იპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობა, ეს ძირითადად უკავშირდება პარტიული აქტივის, წინასაარჩვენო პერიოდში, თუ მას შემდეგ გაჩენილი ვალდებულებების მქონე პირების და პარტიულ...
თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.
პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი – მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების...
წინა სტატია
„ანას ბაღის“ გადასარჩენად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს.
როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო.
„სასამართლომ შეაჩერა მშენებლობის ბრძანება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, სანამ არ დამთავრდება საქმე, მშენებლობა შეჩერდა. 2 საათზე ოფიციალურად ჩავაბარებთ მერიის ზედამხედევლობის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს.
როგორც კობახიძემ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი წინადადება არ დასმულა.
„დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით...
შემდეგი სტატია
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე.
ახალი ინიციატივა გულისხმობს - პროპორციულით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 110-მდე გაიზრდება, მაჟორიტარულით არჩეული დეპუტატების კი, 40-მდე შემცირდება.
თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, მმართველი გუნდისგან შეთავაზებული ვერანაირი ინიციატივა ვერ იქნება მიღებული, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.
"ახლა გვეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის "ქართული ოცნების" პოზიცია, რაღაც გარკვეული დათქმებით....
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, მარეხი ნიჟარაძე და ნანა კოსტავა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ ხელფასზე, სატელეფონო ხარჯებსა და საწვავზე უარი თქვან. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
26 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მარეხი ნიჟარაძემ განაცხადა, რომ რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომებს არ ესწრება, მათ არც ბიუჯეტის ფულით უნდა ისარგებლონ.
„ეს არის ამომრჩევლის აბუჩად ადგება, რომელმაც შემოგიშვა საკრებულოში, შენ კი არ...
"გააპარტყუნე ყურები"- ამ მოთხოვნით ქუთაისში ხელოვანების აქცია-პერფორმანსი გაიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებს რეკვიზიტების საჯაროდ განთავსების უფლება მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
არტისტები ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ. მათ მერიის მიმდებარედ არსებულ "შრომის მემორიალთან" ყურის ფორმები მიიტანეს და ხელისუფლებას "ყურების გაპარტყუნებისაკენ" მოუწოდეს.
აქციის მონაწილის და ხელოვნების პარკის იდეის ავტორის ხვიჩა დოღონაძის განცხადებით, მათ აქციას ის შედეგი მოყვა, რომ ხელისუფლებამ...
სტატიის გაგრძელება
სოხუმში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დეფაქტო მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ "რესპუბლიკაში ახორციელებენ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგს" და უკვე მიიღეს დამატებითი ზომები ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე სანიტარული - საკარანტინო კონტროლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
გამოცემა "აფსადგილ ინფოს" ცნობით, მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა დასძინა, რომ მალე რუსი კოლეგებისგან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული...
ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსების დაზიანებული სახურავები ახლით იცვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა ზესტაფონის ქუჩა N19ა-ში, სადაც 510 კვ.მ ფართობზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
„აღნიშნულ მისამართზე ძლიერი ქარის დროს დაზიანდა სახურავი, რის...
გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ მისამართზე, ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას უწყების პრესსამახური ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებში, მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსში წყალარინების 360 გრძივი მეტრის გარე ქსელი რეაბილიტირდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 85 970 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის N10 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, აღნიშნულ...
ჩვენ სითი პარკს თანხა ნამდვილად გადავუხადეთ, მაგრამ ბიუჯეტის ფული არ გადაგვიხდია, - ამის შესახებ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში "სითი პარკზე" საუბრისას განაცხადა.
დედაქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, მერიამ „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება კანონიერად გაწყვიტა.
„2018 წლის 10 აპრილიდან დღეის მდგომარეობით, თითქმის ორი წლის განმავლობაში, ამ სისტემას მართავს და სისტემიდან მიღებულ შემოსავალს იღებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც საბოლოო ჯამში, დამატებითი შემოსავლის სახით,...
ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება. ამ დროისთვის, სამი სკვერის მოწყობა მეექვსე შესახვევის N3, N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, N9, N11 და N13 კორპუსებთან სკვერი და მრავალფუნქციური სპორტული მოედანი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოეწყობა.
„ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს წევრ ბექა დავითულიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































