პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით, გლდანის ნაგავსაყრელზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა - „ნაგავი გვწამლავს“. როგორც პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის მიზეზი გახდა, გლდანის მოსახლეობის თხოვნა, რომელიც შეწუხებულია გლდანის ნაგავსაყრელიდან წამოსული სუნით. „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა თბილისში სასწრაფოდ აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა. „თბილისი მიაქვს ნაგავს. იმის მაგივრად, რომ 21-ე საუკუნეში დედაქალაქში გვქონდეს თანამედროვე ნაგვის გადამამუშავებელი...
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს ფართების დაკანონების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, - ამის შესახებ მან მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. „აუცილებლად დავეხმარებით მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალშიც, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ ფართები დაიკანონონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის...
საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი" და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში" არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს, რითაც „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიჟეტს ეხმაურება. განცხადების თანახმად, გადაცემის მთავარი მიზანი გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა იყო. „გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ...
ოპოზიციური პარტიების ბათუმის მერობის საერთო კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება" საარჩევნო უბნებზე „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს. როგორც მან „ლელო საქართველოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი იმ მოქალაქეების ხმების მითვისებას გეგმავს, რომლებიც არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებენ. ამასთან, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხმების დასაცავად 2000-ზე მეტი დამკვირვებელი მოამზადეს, რომლებიც გაყალბებას არ დაუშვებენ. „პროცესებში ჩართულია სუს-ი და კრიმინალური პოლიცია, ისინი კარდაკარ...
გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილაში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა" გაიხსნა. ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას იწყებს. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, სოფელ ყარაფილაში, ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმე კი ორმაგად ღირებული და სასიხარულოა ჩვენთვის....
2 ოქტომბრის არჩევნებზე 3 200 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურებს სპეციალური კამერები გადაიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარიმართოს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის  წევრმა, ივანე ნორაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნორაკიძე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის შესახებ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. "გადაღებული ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება google drive-ის პლატფორმაზე ატვირთული და...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას. პროექტი ითვალისწინებს, სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. სამუშაოების შედეგად სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება, დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის დასრულება 2022 წლის...
"ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის საარჩევნო პროგრამა
"ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის საარჩევნო პროგრამა
"ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის საარჩევნო პროგრამა
"ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის, დავით შერაზადიშვილის საარჩევნო პროგრამა
ვანის მერიას 2018-2019 წლებში 27 ავტომობილი ემსახურებოდა დადგენილი 6 მანქანის ნაცვლად - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. შედეგად, ვანის მერიამ 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარა. "2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა. 2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის...
"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის საარჩევნო პროგრამა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-8 სხდომაზე ორი რეკომენდაცია მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან. კომისია რეკომენდაციით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, მათაც მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ სხვა პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი შესაძლო ინციდენტი. უწყებათაშორისი კომისია, ასევე, მიმართავს განათლების სამინისტროს რესურსცენტრების, საჯარო სკოლებისა და ბაღების...
ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ის ნაწილი, სადაც სამჯგუფიანი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ერთი ჯგუფი იყო განთავსებული. ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილობრივების ინფორმაციით, აქვე იყო განლაგებული ნასაკირალის საარჩევნო უბანიც.
"ქართული ოცნების" გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის საარჩევნო პროგრამა

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ