პოლიტიკის ანალიზი - დეცენტრალიზაციის პროცესის ზოგადი შეფასება (1991-2012). ავტორი - დავით ლოსაბერიძე   იხილეთ სრულად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები კოტე კანდელაკი და მამუკა აბულაძე სტუმრობდნენ, ისინი ადგილზე შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეებსა ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოსა რწმუნებულებს. შეხვედრაზე სტუმრებმა იმ კანონპროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და მათზე დაყრდნობით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა გატარდეს. "დღეს ლანჩხუთის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს ვაცნობთ თვითმმართველობის რეფორმის ძირითად მიმართულებებს, ვსაუბრობთ იმ კანონპროექტებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს...
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტსა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიას დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაეცნენ. რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ კანონმდებლებმა დაგეგმილი რეფორმა შეაფასეს, როგორც ძლიერი სისტემა, თუმცა, დასძინეს, რომ მისი დახვეწა აუცილებელია.   იხილეთ სრულად
ბათუმში თვითმმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ”მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს” წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. პროექტის მიხედვით, თვითთმართველობებს უნდა მიეცეს დემოკრატიული მართვის მეტი საშუალება. კანონპროექტი ითვალისწინებს სოფლებში „საზოგადოებრივი საბჭოს“ შექმნას, რაც გამგეობის მიერ წარდგენილი თემის რწუნებულის ალტერნატივა იქნება, თუმცა ახალი ორგანო გაფართოებული ფუნქციებით ისარგებლებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას, რომელიც მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით...
გადაცემის პირველ ნაწილში ტურიზმი აჭარაში. აქვს თუ არა ბათუმს ტურისტული პოტენციალი. სტუდიაში ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე და პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია. მეორე ბლოკში: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი მამუკა აბულაძე სოფლის თვითმმართველობის კანონის შესახებ.
ყოველკვარტალური ბიულეტენი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ: საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ხელისუფლების და ოპოზიციის მოსაზრებები 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ და სხვ. იხილეთ სრულად
რატომ გაუუქმდა ქალაქებს სტატუსი თავის დროზე, რას ნიშნავს ქალაქებისათვის სტატუსის მინიჭება, რას მოიცავს ამ კუთხით დეცენტრალიზაციის სტრატეგია? ამ და სხვა კითხვებს პასუხობს თვითმმართველობის ექსპერტი დავით ლოსაბერიძე
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან
28 მაისს სტეფანწმინდაში  მთის და განსაკუთრებული დასახლებების  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარადა. შეხვედრის  მიზანი იყო საზოგადოებისათვის მთავრობის განკარგულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის გაცნობა, ასევე  ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მრჩეველთა საბჭოსათვის გაზიარება. შეხევდრაზე იმსჯელეს  დაგეგმილი რეფორმისა და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების ჩართულობის ხარისხზე და როლზე...
დავით ნამრნია პოლონეთის დელეგაციას შეხვდა, დელეგაციას პოლონეთის სენატის თვითმმართველობისა და სახელმწიფო მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმაზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - ინტერვიუ შოთა მურღულიასთან
25 მაისს   მთის და განსაკუთრებული დასახლებების  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარადა.   ბარისახოში, სადაც ადგილობრივ მოასხლეობას მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ . შეხვედრაზე მოსიმინეს   ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების,  იმსჯელეს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებზე, მათ შორის ,მთის და განსაკუთრებული დასახლებების ჯგუფის კანონპროექტის ვარიანტის შესახებაც. აღინიშნა, რომ  მთა უნდა განისაზღვრებოდეს არა მხოლოდ მისი სიმაღლიდან გამომდინარე, არამედ - პრობლემატურობიდან.  დღევანდელ დღეს, მთავარია...
სტატია მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. პროექტი ხორციელდება ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.  ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.   იხილეთ სრულად
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის სეტანის დელეგაცია იმყოფება. პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სენატის თვითმმართველობისა და სახელმწიფო მართვის კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს უკვე განხორციელებული რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოცდილება გაუზიარეს.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ