თვითმმართველობებთან დაკავშირებით 10-მდე არასამტავრობო ორგანიზაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს აღადგინოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის საჯარო დისკუსიები. განცხადება ამასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლიზი სოფრომაძემ და კოტე კანდელაკმა განაცხადეს. "მოვითხოვთ, რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიამ, სასწრაფოდ განაახლოს, მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც. რის შედეგადაც მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილება წარედგინოს პარლამენტს", - ნათქვამია არასამთავრობოების...
2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია "მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში." კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო საჯარო კონსულტაციები ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან. კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები....
დღეს, 20 მარტს, ოზურგეთის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ტერიტორიულ - ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ოპტიმიზაციის ალტერნატიული გეგმის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. აღნიშული საკითხის მიმართ სოფლის მცხოვრებლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. მათი თქმით, ადგილობრივებს აღელვებთ სოფლის ბედი და აინტერესებთ, ის კვლავ დარჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თუ ექნებათ დამოუკიდებელი...
იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან დაკომპლექტებულმა "საზოგადოებრივ ორგანიზაციათა რეგიონულმა ქსელის" წევრებმა დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე" იმსჯელეს. შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ  2014 წლის 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადება განიხილეს, რომლის თანახმადაც კომისია მოსახლეობას, თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე, თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს. "10 მარტს გამოქვეყნებული ეს განაცხადი საკმაოდ დაშორებულია იმ კანონის ფორმას, რომელიც უკვე მიღებულია...
არასამთავრობოები ხელისუფლებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმას სთავაზობენ და პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად თვითმმართველობის რეფორმაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეხვედრა წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე,...
თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს, შესაძლოა, არასწორად წარიმართოს. საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველი თემების ფორმირების საკითხი, მთავრობის ინიციატივით, არაფერს ცვლის და მოსახლეობა თვითმმართველობას ვერ დაუახლოვდება. რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ყველაფერი მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო...
თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე 17 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება - რამდენიმე ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭების  შედეგად დარჩენილი ტერიტორიის ადმინისტრაციული–ტერიტორიული მოწყობის თაობაზე, რეალურ თვითმმართველობას და მოსახლეობის პროცესებში ჩართვას ვერ უზრუნველყოფს. 2013 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია "მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის...
საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებების საფუძველზე შექმნილი "დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტარტეგიის ძირითადი პრინციპების" დამტკიცებით, მოახდინა საკუთარი გეგმების დეკლალირება, განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი რეფორმა თვითმმართველობის სფეროში. იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობამ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც განსახილველად გადაეცა საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო განხილვების დროს, მმართველი პოლიტიკური ძალა მრავალ კომპრომისსა და დათმობაზე წავიდა. მიუხედავად ამისა, ძირითად შემთხვევებში, კოდექსის...
2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით საქართველოს შვიდ ქალაქს მიენიჭა, კერძოდ: გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურსა და მცხეთას. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საქართველოს რეგიონული განვითარების...
ორშაბათს, 17 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზციები გამართავენ შეხვედრას, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პერსპექტივებს შეეხება შეხვედრა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გაავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კომისია "მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ...
წამყვანი: ზვიად ქორიძე; სტუმრები: დავით ხოსრუაშვილი; კოტე კანდელაკი; ნინო ევგენიძე; მიხეილ კუკავა
პარლამენტის მიერ თვითმმართველობის შესახებ მიღებული კოდექსის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ისტორიკოსსა და ანალიტიკოსს, დავით ლოსაბერიძეს ესაუბრა. - ბატონო დავით, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". ამ საკითხზე როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ ცხარე პოლემიკა კი იყო, მაგრამ ვინაიდან კოდექსი უკვე მიღებულია, მასზე საუბარი თქვენთან გადავწყვიტეთ. როგორ შეაფასებდით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს"? არის ის ისეთი, რაზეც თავიდან იყო საუბარი და შეგიძლიათ დაგვიხასიათოთ, თუ...
საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზებასთან, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებთან და მის ორგანოებთან, დედაქალაქის სტატუსთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, სახელმწიფო ზედამხედველობასთან, აუდიტთან და პირდაპირ სახელმწიფო მმართველობასთან და მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზება, უფლებამისილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განსახორციელებლად 2014 წელს გასაწევი სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ