ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები  დრო რჩება. გორში ადგილობრივმა მოსახლეობამ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ ბოლომდე არ იციან, ვის და როგორ ირჩევენ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქალაქი ცალკე თვითმმართველი ერთეული იქნება პირდაპირი გზით არჩეული მერით, მაგრამ გაურკვეველია თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხები. პარლამენტი ამ თემაზე აპრილის დასაწყისში იმსჯელებს, გაურკვევლობა კი როგორც ამომრჩეველს, ისე პოლიტიკურ პარტიებს აზარალებს. პარტიულ ოფისებში შემოვლისას ადგილობრივი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მათი მოსაზრებების გათვალისწინებას სთხოვს. ხელმომწერები ემხრობიან  გორის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიზე ხუთი ან მეტი მუნიციპალიტეტის შექმნის იდეას. ამჟამად საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხს  განიხილავს. ერთი ვარიანტის მიხედვით, გორის მაგალითზე, ცალკე იქნება გორი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, და  დარჩენილი სოფლებისგან ერთი...
საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსა და „ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენლებმა - კოტე კანდელაკმა და კოკა კიღურაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფისში მცხეთის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გეგმის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, არსამათავრობო ორგანიზაციების, გამგეობის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და ხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრას ესწრებოდა გუბერნატორის აპარატის წარმომადგენელი, კობა არაბული, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მრჩეველთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. პრეზენტაცია კონკრეტულად შეეხებოდა ოპტიმიზაციის განხორციელების ორ შესაძლებლობას. აღნიშნულ საკითხთან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს . შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის რწმუნებული. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის გეგმის რამდენიმე ალტერნატივა. სოფლის მცხოვრებლები თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მათი მათი სკეპტიციზმი კი ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით იყო გამოწვეული. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებების შემთხვევაში მათ იდენტობას, საფრთხე ემუქრებოდა. კერძოდ ისინი...
თვითმმართველობის ახალი კოდექსი მიღებულია. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების თარიღიც განსაზღვრა. 15 ივნისს საქართველოს 15 ქალაქში _ მერებს, 69 მუნიციპალიტეტში კი გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამ დღესვე შედგება ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოების არჩევნებიც.   მერების არჩევის ინიციატივით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2009 წლის 24 სექტემბერს წარსდგა. მაშინ ეს დასავლურ დემოკრატიასთან კეკლუცობის მორიგი შემთხვევა აღმოჩნდა. გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული ხმამაღალი განცხადების...
დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ამ დღეებში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე და "ღია-საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი კოკა კიღურაძე ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ და მოსახლეობასთან ერთად ტერიტორიული მოწყობის შესახებ საათობით მსჯელობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ოზურგეთის დაყოფა 6 მუნიციპალიტეტად ან ერთ მუნიციპალიტეტად, მაგრამ მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპტიმიზაციით სოფლების გაძლიერება მოხდება და ყველას...
მივესალმებით ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმას და მცდელობებს რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის. მივიჩნევთ რომ თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების რეალური საფუძველია. წლების განმავლობაში ეს შესაძლებლობა რომ საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაგვეწყვიტა ჩვენი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმები არ არსებობდა და ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლება იღებდა ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს. შედეგად მოიშალა სოფლის ინფრასტრუქტურა, დაიწყო მიგრაციული პროცესები სოფლიდან ქალაქად, სოფელი იცლება ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანებისგან, ადგილებზე არ არსებობს კულტურული,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელ მზიანის მცხოვრებლებიც. აღნიშნული საბჭოს წევრებმა „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს ოპტიმიზაციის სხვადასხვა მოდელი და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ ოზურგეთის სოფლების დაყოფის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების...
22 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართეს, სადაც ქ. ოზურგეთის გამოყოფის შემდეგ დარჩენილი სოფლების გაერთიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილეს, როგორც არსებული სისტემის შესაძლებლობები, ასევე დაყოფის ალტერნატიული გეგმა. მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ დადებითად შეხვდა წარმოდგენილ ვარიანტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში ამ წლების მანძილზე მათ სოფელში მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებით...
სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია 2014 წლის ივნისში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს  მონიტორინგს გაუწევს 39 მედიასაშუალებას:  8 ტელეარხს, 12 რადიოსადგურს, 7 გაზეთს და 12 ონლაინგამოცემას. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) დააკვირდება შემდეგ ტელევიზიებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ და „აჭარის ტელევიზია“ , „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, TV 3-ი და „ტაბულა“. „ინტერნიუსი საქართველო“...
არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიას, ასევე თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, მცხეთის, ამბროლაურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს მიმართავენ, რომ ალტერნატიული წინადადებების განხილვისა და საჯარო დისკუსიის გარეშე, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ მიიღონ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკითხი სამთავრობო კომისიის განცხადებას ეხება, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათივე თქმით, სამთავრობო კომისიამ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან...
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე წინადადებებით მიმართა მრჩეველთა საბჭომ, რომელიც თელავის, მცხეთას, გორის, ახალციხეს, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის შესახებ. მრჩეველთა საბჭოში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები: დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ნოდარ კაპანაძე, დავით ჭიჭინაძე, მიხეილ ჩიტაძე, თემურ თორდინავა, პაატა ჩხეიძე და გაბრიელ მაზმიშვილი.   ექსპერტების განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 151.1 მუხლის თანახმად, შვიდი...
არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოებს მიმართავენ . როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხი ეხება სამთავრობო კომისიის განცხადებას, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თვითმმართველი თემის შექმნების შესაძლებლობას ეხება. არასამთავრობოები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ვინაიდან კომისიამ შეხვედრა გააუქმა, პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. "ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "არასამთავრობო ორგანიზაციების მივმართავთ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, თელავის,...
მას შემდეგ რაც თელავი დამოუკიდებელი თვითმმართველი ქალაქი გახდება, დარჩენილტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამი: იყალთოს, წინანდლისა და ნაფარეულის მუნიციპალიტეტები. სწორედ ეს სიახლეები გააცნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დაადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფისმიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოდელი გააცნეს,რომლის მიხედვითაც  თელავი ცალკე ქალაქი გახდება. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ მოდელს მხარი დაუჭირა. შეხვედრის მონაწილეებმახელმოწერებით დაადასტურეს საკუთარი პოზიცია რეგიონული განვითარების კომისიისმიმართვაზე.   იხილეთ რესურსი  
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიულ - ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების მიზნით შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოდელი გააცნეს, რომლის მიხედვითაც ქ. თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამი: იყალთოს, წინანდლისა და ნაფარეულის მუნიციპალიტეტი. დამსწრე...
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს მიმართავენ, რომ ალტერნატიული წინადადებების განხილვისა და საჯარო დისკუსიის გარეშე არ მიიღონ გადაწყვეტილება.   ისინი ეჭვობენ, რომ სამთავრობო კომისია ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს და არ სურს ალტერნატიული ხედვების მოსმენა. სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, რომ სამთავრობო კომისიამ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლოს, სადაც განხილული იქნება მათ მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც.   იხილეთ ვიდეო

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ