წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრას.
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევისას შესწავლილ იქნა სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის კმაყოფილება მოცემული სერვისებით და მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.
კვლევა ჩატარდა 2013 წელს დამოუკიდებელი კომპანიის ACT მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.
იხილეთ კვლევა სრულად
საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიას დოკუმენტი მოამზადა დამოუკიდებელ ავტორთა ჯგუფმა დავით ლოსაბერიძის, კონსტანტინე კანდელაკის, მამუკა აბულაძის, ნოდარ კაპანაძის, დავით ჭიჭინაძის, მიხეილ ჩიტაძის, თემურ თორდინავას, პაატა ჩხეიძისა და გაბრიელ მაზმიშვილის შემადგენლობით.
წინადადებები თელავის, მცხეთის , გორის, ახალციხის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის შესახებ
გურიის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლის სამოქმედო
გეგმა
გურიის რეგიონში სტრატეგულ პრიორიტეტებად მიჩნეულია შემდეგი მიმართულებები:
• საჯარო ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება;
• ბუნებრივი რესურსების და მატერიალური აქტივების ეფექტიანი მართვა-გამოყენება;
• საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება;
• მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;
• ტურიზმის მრავალმხრივი განვითარება;
• სოფლის მეურნეობის განვითარება;
• კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებების მოწესრიგება;
• სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება;
• განათლების, მეცნიერების, კულტურისა და...
„თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის პერსპექტივები“, - ამის შესახებ ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტი გააცნო, რომელიც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას თვითმმართველობაში.
ვიდეო
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები - არასამთვრობო ორგანიზაციებმა ამ თემების პრეზენტაცია სასტუმრო თბილისი მარიოტში წარმოადგინეს. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას და მათთან კონსულტაციების გზით თვითმართველობაში მონაწილეობის არსებული მექანიზმების გადახედვას.
https://www.youtube.com/watch?v=jS9zLbr4f9A
კამპანია ,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსი“ შიდა ქართლის 1მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
აღნიშნული შეხვედრები...
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა - ასე ქვია პროექტს, რომელზეც ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ პარტნიორ არასამთავრობო ორგანზაცებთან ერთად მუშაობა უკვე დაასრულა. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას და მათთან კონსულტაციების გზით თვითმართველობაში მონაწილეობას. ასევე არსებული მექანიზმების გადახედვას მოქალქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის შესახებ და ახალი კანონპროპექტის...
24 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზი) ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და თვითმმართველობის თემაზე მომუშავე პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ ღონისძიებას
"თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები - თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები".
ღონისძიებაზე წარმოგიდგენილი იქნება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი დარბაზების შექმნას. ასევე, გაიმართება პროექტის „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი...
სამშაბათს, 23 დეკემბერს, ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედნის 4) პროექტის "თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში IDFI, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით მართავს თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას.
ღონისძიებას დაეწსრებიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის გამგებლები და სხვა თანამდებობის პირები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების ვებ-პორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!


































