საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. მისი თქმით, არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა, შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. მისი თქმით, თარიღი საქართველოს მთავრობასთანაც შეთანხმებულია.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია, არჩევნების თარიღი დღესვე გამოაცხადოს, როგორც ჩანს, მან მხედველობაში მიიღო მმართველი პარტიის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნების...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ექსკლუზიურად გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აცნობა.
- რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომა, სადაც ქვაღბას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა.
მინდა ყველას მივულოცო. განსაკუთრებით კი ქვაბღელებს, რომლებმაც ამ სტატუსის მოსაპოვებლად ძალები არ დაიშურეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია სალუქვაძემ.
სოფელი ქვაბღა ნაბეღლავის თემში შედის და ის ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ...
საბურთალოს რაიონის ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება. დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდივანავასთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ვაშლიჯვარში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოაგვარებს და 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ჩავიბარეთ. ძალიან მოწესრიგებული და თანამედროვე საბავშვო ბაღია, რომელიც მომზადდება და...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრენინგები დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. მათ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან. თემურ თორდინავას...
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების შესახებ ევროპარლამენტს ღია წერილით მიმართავენ.
გთავაზობთ ღია წერილს სრულად:
გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.
კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმა...
დაბა ასპინძაში შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე ბეტონის საფარი იგება.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე, სარწყავი, საყრდენი კედლების და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2,025 მეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება“, აცხადებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ასტორია“...
ასპინძა-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ასფალტის საფარი აქ 3 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე მოეწყობა, რითაც დასრულდება გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სოფლების - ჭობარეთის, ზველის, ორგორისა და სახუდაბელის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი აქ პირველად დაიგო და აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 494 543 ლარით დაფინანსდა.
თვითმმართველობის არჩევნევის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პარტიებში წინასაარჩევნო კამპანია ძალას იკრებს. 12 ქალაქის ნაცვლად ქალაქის მერის არჩევა წელს 5 ქალაქში მოხდება, შესაბამისადაც, პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატების დასახელება 5 ქალაქში მოუწევთ.
"ნაციონალებმა" ამჯერადაც ყველას დაასწრეს და მერობის კანდიდატის პირველი ოფიციალური წარდგენა მათ მოაწყვეს. ქუთაისი ჯერჯერობით დუმს, თუმცა მერობის კანდიდატის ვინაობას ღიად ამ დროისათვის მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ასახელებენ. ქუთაისის ორგანიზაციის...
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები საკანალიზაციო ქსელის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, უკვე 10 დღეა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა, რაც მოსახლეობას ეპიდემიურ საფრთხეებს უქმნის.
ადგილობრივების თქმით, კანალიზაციის წყალი სარდაფებში ჩადის და ეზო იტბორება.
,,უკვე 10 დღეა ასეთ მდგომარეობაში ვართ. დაბინძურდა სასმელი წყალი. რამდენიმე ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. წყალკანალს მივმართეთ. გვპირდებიან პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უკვე 10 დღე გავიდა და აქ არავინ...
ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, მასშტაბური პროექტი 331 588 ლარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
„მოცულობითი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 560 სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება. მოხდება რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, მოეწყობა არხზე გადასასვლელები და ეზოებში შესასვლელები, სამანქანო და საცალფეხო ხიდებზე მოეწყობა მოაჯირები, მოხდება არხის საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები“, - განაცხადა...
ერთ პირთან ხელშეკრულებები ფორმდება, როცა საკითხი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან გადაუდებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" კვლევას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ "ერთ პირთან დადებული ხელშეკრულებით" 566-ჯერ ისარგებლა.
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის მერია არის ნომერ პირველი უწყება, რომელმაც ყველაზე მეტი ტენდერი ჩაატარა და ყველაზე მეტი ეკონომია მიიღო.
”ეს არასამთავრობო ორგანზიაცია არის ”ერთიანი ნაციონალური...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რაგბის ნაკრების 20-წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საკრებულოს ინფორმაციით, მიღება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპორტსმენებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემაც მიმართა და მათ დიდ სპორტში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის...
უკონტაქტო პატრულირება ქვეყნის მასშტაბით ათამდე ლოკაციაზე, მათ შორის, ქუთაისის შემოვლით გზაზე განხორციელდება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, პირველ ივლისს გახდება ცნობილი ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი იმ ქუჩებისა და მარშრუტების შესახებ, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, თუმცა მინისტრის მოადგილემ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამდე დააკონკრეტა, რომ უკონტაქტო პატრულირების არეალი ამ ეტაპზე თბილისში, ბათუმში და ქუთაისის შემოვლით გზაზე განისაზღვრა.
შალვა ხუციშვილის...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს.
აღნიშნული პროექტი დამსწრე საზოგადოებას თამარ ტალიაშვილმა გააცნო და ყურადღება ძირითად პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის...
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნება.
გზა 4-ზოლიანია. პროექტის ფარგლებში აშენდა 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევა. სამუშაოის ღირებულება 71 მილიონ ლარი და 22 მილიონი ევროა.
პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს.
https://www.youtube.com/watch?v=8Y7bxLvk2kI&feature=youtu.be
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბასთან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპირო ზოლი ტბის წყალმა დააზიანა. ტბის გასწვრივ, 50 მეტრი სიგრძის მონაკვეთის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით ხდება.
სამუშაოებს რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.
https://www.youtube.com/watch?v=sA4rpGI_J1c&feature=youtu.be
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































