პარტია „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ, 1 ივლისს წარადგენს. იქამდე, 12:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მერობის კანდიდატს თავად პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება. წყარო: ინტერპრესნიუსი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის არიან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ...
30 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების  შექმნის შესახებ. პარალელურად, დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით, მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და 2014 წელს რეფორმის ფარგლებში...
7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 30 ივნისს, 12:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ N10) თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ და სარჩელის დეტალებზე ისაუბრებენ. დღესვე, 14:00 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნულ სარჩელს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ