ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე პარკირებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება როგორც მძღოლების, ისე ქვეითთა ინტერესები.
”მინდა შევეხო ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, რომელიც ძალიან აწუხებს თბილისელებს და თბილისს - ეს არის პარკირება. როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით...
"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის დაწყებას ქუთაისში 18 აგვისტოს გეგმავს.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში ქალაქის მერის პოსტზე, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას წარადგენს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და კონსულტაციები გრძელდება. ამ პოსტზე განიხილება ხატია დეკანოიძის კანდიდატურაც.
როგორც პარტის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მიზანია მერის პოსტზე ცენტრალური ფიგურის წარდგენა, რაც მათი განმარტებით, ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების მიზანს უკავშირდება.
გრიგოლ ვაშაძე...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს.
მარგველიძისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს გუბერნატორის პოსტს. პაპუნა მარგველიძე გუბერნატორის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.
როგორც ცნობილია, ახალი გუბერნატორი ეყოლება გურიასაც. მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" იურისტის, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ "საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციას, ისევე როგორც ზოგადად მმართველობას, სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს.
ალაფიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სამართლებრივად გაუმართავია.
"ცესკოს უკვე ექმნება პრობლემები. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ "საარჩევნო კოდექსის" ორ მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო ოლქი...
ახმეტა-თელავი-ბაკურციხეს საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული გზის მშენებლობა ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.
გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.
სამუშაოების დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ...
“ქართული ოცნება” მერობის კანდიდატების დასახელებას და მუნიციპალიტეტებში მათ წარდგენას 15 აგვისტოდან გეგმავს.
მმართველ პარტიაში ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები ჯერ ისევ გრძელდება, მათი დასახლება კი, მომავალი კვირიდან დაიწყება.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოებთან ერთად, ახალ მერს 69 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, საპენსიო ასაკი, ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში 60 წელი უნდა იყოს.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკში განსხვავება სრულიად დისკრიმინაციული მიდგომაა.
„ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ პროცედურას და მოვითხოვთ ასაკის გათანაბრებას. მიმაჩნია, რომ ეს ასაკი...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული.
ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს.
„ამ ავტობაზაზე რამდენიმე ათეული ლურჯი, MAN-ის ავტობუსი დგას. თბილისის მერიას ამ უბედურ სიცხეში გამოჰყავს მხოლოდ ამ ავტობუსების ნაწილი და საერთოდ არ ადარდებს, რომ ადამიანები იხრუკებიან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებშიც, ძირითადად, კონდინციონერიც...
"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გურიას რამდენიმე დღეში ახალი გუბერნატორი ეყოლება. გია სალუქვაძეს ამ პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის.
ეს ინფორმაცია ხელისუფლების პირველმა პირებმა "გურია ნიუსს" უკვე დაუდასტურეს.
მერაბ ჭანუყვაძე ამ თემაზე კომენტრს არ აკეთებს.
წყარო: გურიანიუსი
მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად შენელებულია, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა, ოთარ კონჯარიამ განაცხადა.
კონჯარიას თქმით, 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ წელიწადში 9 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.
„მართალია, კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებულ იქნა 2015 წელს, მაგრამ კანონით განსაზღვრული შეღავათების და სოციალური დანამატების...
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს.
"სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე". - აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.
გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
უკვე რამდენიმე წელია თელავში არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქალაქეების თქმით, ქალაქის ტრანსპორტის მაგივრად, მგზავრობა ტაქსებით უწევთ, რომელთა ფასიც გაცილებით მაღალია.
"რამდენი ხანია ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს, მგზავრობა ტაქსებით გვიხდება, რომელთა ფასიც 70 თეთრია, როდესაც ავტობუსი დაახლოებით 40 თეთრი უნდა ღირდეს.,,- განაცხადა ადგილობრივმა, ლიანა დანელიშვილმა.
"აუცილებელია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობდეს, ადრე დადიოდა ავტობუსები, ვიცოდით გრაფიკი და...
ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა, თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობს.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფარი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.. ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ ,,სპეციალური სერვისების" დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო. ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხი ქუთაისში წლების განმვალობაში მოუგვარებელი იყო. თავშესაფარში ასევე არის ფასიანია მომსახურეობა რაც ძაღლების დროებით...
ბორჯომში სამ ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელდა ძველი ამორტიზირებული ღობისა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელი კიბის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქ. №6-თან მოეწყო მოაჯირები, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე კი თუჯის ბონძიკები დამონტაჟდა.
აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 050 ლარით...
დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის სამუშაოები 65 ობიექტზე მიმდინარეობს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობიდან 794 338 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 11 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 12 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, ასევე სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარების, შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია და გამაგრება მიმდინარეობს.
დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების...
თუშეთის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: თუშეთის ცენტრის - სოფელ ომალოს წყალმომარაგების სიტემისთვის ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, სანიაღვრე და საკანალიზიციო სისტემების მოწყობა.
აქტიურად მიმდინარეობს ომალოდან პირიქითა და გომეწრის ხეობებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენაქოსა და ბეღელას ხიდების შეკეთება, რომელთაგან უკანასკნელი, გომეწრისა და წოვათის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































