2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაყოფილი მუნიციპალიტეტები, საქართველოს პარლამენტის ორი თვის წინანდელი გადაწყვეტილებით, ისევ გაერთიანდა.
7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივის სისრულეში მოყვანა ამ ქალაქების მოსახლეობის, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდა, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ხელის შემშლელი, რომ გადაწყვეტილება ქალაქების გაუქმების სასარგებლოდ მიეღო.
ინიციატივის ავტორებმა და მმართველმა...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელმაც „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ ილაპარაკა.
„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და...
თბილისში, რიგით 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაუდასტურეს.
მეტროსადგური ახლა ტესტირების რეჟიმში მუშაობს, რომელიც 20 სექტემბერს დასრულდება. ტესტირების დასრულების შემდეგ, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.
წყარო: 1tv.ge
ბოლნისში, დაბა კაზრეთთან და კომპანია ,,არ-ემ-ჯი“ - სთან დამაკავშირებელი გზის საფარის მშენებლობა დასრულდა. ახლად აშენებული გზა, დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა გახსნეს.
გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარი, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის...
ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივას, რომელიც ქალთა კვოტირების განსაზღვრის წესს ითვალისწინებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ინიციატივას რვა მომხრე და ერთი წინააღმდეგი ჰყავდა.
ინიციატივა ითვალისწინებს, რომ პარტიებმა პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი ჩასვან. იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ არ მოხდება მოთხოვნის დაცვა, დაუდგინდებათ ხარვეზი. ამ ხარვეზის შევსების შემდეგ მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია...
„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ გურჯაანში მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ღვინიაშვილი მათ მიერ დასახელებელ დეპუტატობის კანდიდატზე ზეწოლას ახდენს.
კერძოდ, საუბარია სოფელ ჩალაუბნის დეპუტატობის კანდიდატ მაკა ფრიდონაშვილზე, რომელსაც, „ნაციონალების“ მტკიცებით, ამავე სოფლის სკოლის დირქტორმა და გიორგი ღვინიაშვილმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მის დედას სკოლაში მუშაობის უფლებას აღარ...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
გლდანის რაიონში მდებარე N190-ე საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, გარდა საგზაო სამუშაოებისა, შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. უწყების ინფორმაციით, დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ბაღს წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან ნალექიანი ამინდის დროს, ფაქტობრივად, ეზოში გადაადგილება...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოებს შპს "ნიუ ბილდ გრუპი" ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 57158 ლარს შეადგენს.
ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
https://www.youtube.com/watch?v=VzjRS8se5-4
https://www.youtube.com/watch?v=QiKBEOEHDF0
https://www.youtube.com/watch?time_continue=37&v=7Fn5MCryP38
https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=omzXM3hUYCQ
https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=jfz2YOZY3iY
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკვერში მოწესრიგდა ნიადაგი, დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები, გამწვანდა და გაკეთდა გარეგანათება. ასევე, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები და საბავშვო ატრაქციონები.
აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 36 021 ლარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































