ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა. საბავშვო ბაღი, ხობი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
პროექტის შესაბამისად - შეიცვალა იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყო პანდუსი, გარემონტდა სამზარეულო და სველი წერტილი, შემოიღობა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი და განახლდა ინვენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ...
სოფელ მათხოჯში, მდინარე ცხენისწყალზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო. რემონტდება ძირითადი ჩამკეტი ფარები და მიმდინარეობს შენობა- ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა სამუშაოები.
19 სექტემბერს, ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ეკონომიკის სასახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლია გელენავა . ისინი სამუშაოების მიმდინარეობას , სპეციფიკას, ვადებს გაეცვნენ და დასაქმებულებს გაესაუბრნენ.
,, პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს . დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი ....
ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია თხილვანის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია კაუჩუკის მოედნის დაგება ბეტონის საფუძველზე და დაიწყება უშუალოდ ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. "ექსიმ ჯგუფი" ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68082 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საბავშვო ატრაქციონები ხიხაძირის...
ქვემო ქართლის რეგიონში ყოველწლიურად არაერთი ინფრატრუქტურული პროექტი ხორციელდება, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია გზების მშენებლობა- მოდერნიზაცია, სპორტული მოედნების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა.
რეგიონში აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მრავალი პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა. პროცესი კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.
2013–2017 წლებში დაიგო 660 კმ გზა, თანხით 89 828 962 ლარი.
2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში მოეწყო...
ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო. აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს საუბნო სარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას.
შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ...
19 სექტემბერს ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს წეროვანი, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემები, ერთ-ერთ ძირითად საკითხად განხილული იქნა წეროვანში სტადიონის მშენებლობა, რომელიც ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.
წყარო: ახალგორის მუნიციპალიტეტი
ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ, კი უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.
ამ ვიდეორგოლის განთავსებით შემდეგი მიზეზების გამო ირღვევა ქართული კანონმდებლობა:
„მაუწყებლობის შესახებ კანონის”...
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში, ახლად გახსნილ 113-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.
“ჩვენ დღეს, ამ კვირის განმავლობაში, მესამე ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. თემქაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა ეს პრობლემა, რადგან მათ ამ უბანში არ ჰქონდათ საბავშვო ბაღი. ამის გათვალისწინებით...
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის ორგანიზაციამ წინასაარჩევნო სიებზე მუშაობა თითქმის დაასრულა. საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-მა პირველი ათეულის სია ექსკლუზიურად მოიპოვა, რომელსაც აქვე გთქვაზობთ:
მამუკა წოწერია
თამუნა ჯიქია
ბესიკ ჭეჟია
ოთო ქადარია
ნათია ფიფია
ოთარ მარშავა
ეკატერინე კიფაია
სანდრო სორდია
მალხაზ ჭეჟია
მიხეილ ჯობავა
წყარო: Smo News
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატის თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შტაბის გახსნას პარლამენტის წევრი, დიდუბის მაჟორიტარი ილია წულაია და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი დაესწრნენ. თარაშ შურღაიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დაჰპირდა, რომ თბილისის განვითარებაზე გუნდთან ერთად იმუშავებს.
„ჩვენ გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი კახა კალაძე. მოხარული ვარ, რომ მომეცა...
"გურიის მოამბისთვის" პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ცნობილია.
მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით სიის პირველი ნომერი, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი დავით მჟავანაძე იქნება, რომელიც ასევე მერობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელია.
მეორე შალვა თავდიშვილი, მესამე იქნება სიით ბესიკ ქათამაძე, მეოთხე მერობის კანდიდატი ოზურგეთში ამავე პარტიიდან თორნიკე გოგუაძე და მეხუთე, გიორგი შილაკაძე.
წყარო: გურიის მოამბე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ავტომოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
ახალი გაჩერებები მოეწყო:
თორის ქ. №120-ის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩაზე, სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისში, სოფელ დაბაში, სოფელ ქვაბისხევში და სოფელ ტიმოთესუბანში.
პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა. ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გასულ წლებშიც განხორციელდა. ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, განახლდა მთავარ ქუჩებზე არსებული ყველა გაჩერება.
ჩვენ მოლაპარაკებით ვერაფერს გავხდით და თუ მომავალი მერის მხრიდან უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული "სითი პარკთან" მიმართებაში, ეს მხოლოდ მისასალმებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "სითი პარკთან" დაკავშირებით თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"სითი პარკთან" ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია - ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ. ბუნებრივია, მკაცრი ზომები უნდა...
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
"პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილები, როგორც თქვენთვის ცნობილია, შერჩეულია. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და ეს პროექტი გრძელდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ მერია სააკაძის მოედანზე, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობას გეგმავს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
"მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ მოვემზადებით იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები კარგად შესრულდეს ჩვენს ქალაქში, ჩვენ მოვემზადებით და შევისწავლით დამატებით პროფესიებს და გაძლევთ პირობას, რომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ყოველმხრივ შევერწყმებით თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს და ყველა ძალ-ღონეს ვიხმართ, რომ ისინი კარგად შესრულდეს", - ასე მიმართა ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ საქართველოს მთავრობის წევრებს - ინფრასტრუქტურის...
,,შენების მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს ოლქში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეხება სატრანსპორტო პრობლემებსა და სოციალურ პროგრამებს.
შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. მას აქვს, ასევე, საჯარო სამსახურში მუშაობის და პოლიტიკური გამოცდილებაც.
,,შენების მოძრაობის’’ ლიდერის, დავით უსუფალშვილის განმარტებით კი, შენება ნიშნავს კვალიფიკაციური კადრების, ხარისხისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































