ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, - ასე აფასებს ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ეგზიტპოლები შედეგებს. კალაძე ყველა მხარდამჭერს, თანაგუნდელს და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ”მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და...
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა და დაიხურა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 113 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო...
ამ წუთებსა და უახლოეს საათებში წყდება არჩევნების რეალური შედეგების ბედი, უახლოეს 2-3 საათში გადაწყდება, იქნება თუ არა მეორე ტური თბილისსა და სხვა ქალაქებში, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, "ლიდერთა საბჭოს" წევრმა კახა კუკავამ განაცხადა. "ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, მინდა მივმართო ჩვენს წარმომადგენლებს, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადენლებს, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან 3700 საარჩევნო უბანზე, ყურადღებას ნუ...
გზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ”ევროპული საქართველო” მკვეთრად წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა, -ასე აფასებს ”ედისონის” ეგზიტპოლის შედეგებს ”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ დრო მუშაობს ”ევროპულ საქართველოზე” და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ”ეს არის ეგზიტპოლი და ეს არ...
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს. ხმის დათვლის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებისა) და არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკოს გადასცემენ. რაც შეეხება თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების...
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” და კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობენ და ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საბოლოო შედეგები დაადასტურებს ”ქართული ოცნების” გამარჯვებას. ”პარტია ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით...
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების პირველად შედეგებს. „პირველ რიგში მინდა მივულოცო კახი კალაძეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თქვენ ნახეთ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ჩვენი შიდაპარტიული პროგნოზის მონაცემს, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო სამსახურის მიერ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მერის არჩევნებში. ეს...
ვერავინ ვერასდროს დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მელიამ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ”მოულოდნელი არაფერი მომხდარა”. “ალბათ არაფერი მოულოდნელი არ იხილა საზოგადოებამ დღეს. დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს. არა იმიტომ, რომ მე ვარ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პირველ რიგში მე...
"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება. 15:00 საათისთვის არსებული მონაცემებით პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს. 15:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლების მიხედვით, "ევროპული საქართველოს" დედაქალაქის მერობის კანდიდატს,...
”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს დაელოდება. როგორც უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეგზიტპოლების მონაცემები არის 18:00 საათის მონაცემები და აქვს ინფორმაცია, რომ 18:00 საათის შემდეგ საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადი საკმაოდ იყო და ამასთან, ეგზიტპოლს აქვს ცდომილება. "ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ...
ქუთაისის N2, N 3, N 4 და N 44 უბნეზე, ცესკოს წარმომადგენლებმა 9 პირს, რომლებიც უბნებზე "პრეს- მედიის" სახელით იმყოფებოდნენ, საარჩევნო უბნები დაატოვებინეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უბნებზე მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც კონკრეტული პირების მიერ, მედიაორგანიზაციის სახელით ყალბი აკრედიტაციებით საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ქუთაისის N 44-ე უბნის თავმჯდომარის, თეიმურაზ ნიჟარაძის თქმით, უბანზე სამი პირი დილიდან გამოჩნდა და ისინი...
21 ოქტომბერს არაერთ საარჩვენო უბანზე “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომამდგენლები აღრიცხავენ  არჩევნებზე მისულთა მონაცემებს. საარჩევნო უბნებში ისინი რეგისტრატორების უკან დგანან და დეტალურად აფიქსირებენ, თუ რომელი ამომრჩეველი მივიდა უბანზე. ისინი იწერენ საარჩევნო უბანში მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს, რის საშუალებითაც შემდეგ მარტივად ხდება უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირება. სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ნეტგაზეთი
ახმეტის საარჩევნო ოლქის ჯოყოლოს 23–ე საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ კიდევ ერთი დარღვევა დააფიქსირეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კაბინაში უსანათლო ამომრჩეველთან ერთად შევიდა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ამ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. „ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და დახმარების გარეშე ვერ ახერხებდა კენჭისყრის შენობაში შესვლას. მას დაეხმარა მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ამ უბანზე რეგისტრირებული არ...
ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისივე თქმით, უპრეცედენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება. "ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არაა მარტივი დასაფიქსირებელი,...
„ლიბერალის" ინფორმაციით, ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ თამაზ გიორგაძე, მათ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.  აღნიშნული პირების გაღიზიანება „ლიბერალის" შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ უბნის ტერიტორიას. შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტიც. https://www.youtube.com/watch?v=IAM6rJzwt2M&feature=youtu.be
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში #20–22 საარჩევნო უბნებზე დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა. ენმ–ს დამკვირვებლების განცხადებით, სამი მარკირებული პიროვნება ცდილობდა უბანზე შესვლას და პოზიციის დაფიქსირებას. მათივე თქმით, ამ ფაქტების გამო დაპირისპირება მოხდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის. ,,მსგავსი ფაქტები გამოვლინდა სხვადასხვა უბნებზეც. თუმცა, ნაკადის მარეგულირებელმა შეძლო, რომ ფგაქტი აღეკვეთა ერთ–ერთ უბანზე", – აცხადებენ ენმ–ს დამკვირვებლები. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მარიკა გიორგაძის განცხადებით, დარღვევები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ