გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ტურისტებთან გამოკითხვებს ატარებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა გორის მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.
ამ მიზნით განყოფილების თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელებიც სპეციალური კითხვარის მიხედვით აწარმოებენ უცხოელი ტურისტების გამოკითხვას.
,,გამოკითხვის შედეგები თვალნათლივ დაგვანახვებს, თუ მომსახურების რომელ სფეროში რა მდგომარეობაა, რა უნდა გამოსწორდეს სამომავლოდ და რით დავაინტერესოთ...
თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების წასახალისებლად ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
"წელს პირველად, ვიწყებთ ახალ ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას. პროგრამის ბიუჯეტი წელს 600 ათას ლარს შეადგენს და დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა ორიენტირებული სოციალური მიზნების განხორციელებისკენ.
ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის...
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
"მინდა გამოვეხმაურო მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას. არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს. შეუძლებელია იმის...
თელავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამწვანების ზონებში, დაახლოებით, 3000 ძირი ყვავილი დაირგვება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გამწვანების ზონების გალამაზება ამ კვირის ბოლოდან დაიწყება. ცენტალურ მოედანზე, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ასევე ბაზართან და სოფელ ვარდისუბნის წრესთან მოწყობილ მწვანე ზონებში დაახლოებით 3 000-მდე ძირი ყვავილი დაირგვება. ამისათვის თანხა უკვე გამოყოფილია'', - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვახვრელსა და უფლისციხეში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ორი სოფელში კომპანია ,,შაჰარტი"-ს წარმომადგენლები მუშაობენ. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
კომპანიამ 2018 წლის 10 სექტემბრამდე უნდა იმუშაოს. 21 თებერვალს გააფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდისთვის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის...
კალაძე თანახმაა, "ვარდების მოედანს" პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, ვარდების მოედნის გარდა, თბილისში არსებულ 17 ქუჩას ახალი სახელწოდება მიენიჭება.
"თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია „ფერისა“ და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტების მიმდინარეობის საკითხი განიხილა.
შპს „ფერი“ დარიალის გვირაბს აშენებს, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კი სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ გზას. გზების დეპარტამენტის ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის, ორივე პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც ტურისტული, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისით.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია...
10 მაისიდან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტები ინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, ცვლილების მიზანი იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრაა, რომლებიც როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში არსებობს.
"დღეს უკვე დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ამას მოსახლეობა დაინახავს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს, დანიელ ჰაასს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის ხელმძღვანელს, როლანდ შტრაურერს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში GIZ-ის მიერ საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის,...
ბათუმის ბულვარში, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, სეზონურად მოყვავილე გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.
ექვსი დასახელების დეკორატიული ყვავილების ჩითილები (ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, გერანი ) ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად დაირგვება.
მანამდე საყვავილე ფართობებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, დამუშავდა და განოყიერდა ნიადაგი ორგანული სასუქებით. გამწვანებითი ღონისძიებები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დღეიდან დაიწყო და ჯამში, ზღვისპირა პარკში თვის ბოლომდე 550 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.
ბულვარის ადმინისტრაციამ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. მარნეულის მერიის ცნობით, პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, ჩართულობითა და იდეებით არის მომზადებული.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა.
მერიის ცნობით, პირველ ზონაში განხორციელდება 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება. გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება-შეცვლა, საპროექტო ტერიტორიის ღობის განახლება და რეკონსტრუქცია. რაც შეეხება მეორე ზონას,...
თბილისის საკრებულო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ვარდების მოედანს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭოს.
"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი...
ახმეტის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ყველის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება. კოოპერატივ "ალაზნისთავის“ დამფუძნებლის, პაატა აბულიძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა გუდის ყველზე ევროპის ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ საწარმო, სადაც პროდუქციას შეფუთავენ, არ არსებობს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"ჩვენი სისუსტე პროდუქციის შეფუთვაა. ალვანში არსებული საწარმო, სადაც ამჟამად ვაფასოებთ ყველს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება იაპონიისა და ევროპის ბაზრებს. ამერიკის ბაზარზე ამ მხრივ პრობლემა...
საქართველოს საჯარო სკოლების მზის ენერგიის პანელებით აღჭურვის საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 10-15 სკოლა შეირჩევა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"პირველი სკოლები, სადაც ეს დამონტაჟდება, იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელი სკოლებით დაიწყება, ამას სამუშაო ჯგუფი შეარჩევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სკოლების...
ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მთავარი პროკურატურის ინფორამციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული...
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც. მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული.
რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის თითქმის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































