კალაძე: ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს

650

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს.

“ვერეს ხეობასთან დაკავშირებით ჩატარებულია სპეციალური კვლევა და იმ ზონებში, რომლებიც სახიფათოდაა მიჩნეული, მშენებლობები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერეს ხეობის ის ტერიტორიები, სადაც დღეს მშენებლობები მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაფრთხოა.